ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა ცეცხლს ხსნის


საარტილერიო ცეცხლის გახსნის შედეგად რეგიონში მყოფი სამხრეთ კორეული საპატრულო გემი არ დაზიანებულა

სამხრეთ კორეის სამხედრო ოფიციალური პირები ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეიდან სარტილერიო ცეცხლის გახსნის შესახებ ავრცელებენ. სროლა ყვითელი ზღვის სამხრეთით მდებარე წყლებში განლაგებული სამხრეთ კორეული ფლოტის მიმართულებით მოხდა.

ოფიციალური წყაროების მიხედვით, ინციდენტის შედეგად რეგიონში მყოფი სამხრეთ კორეული საპატრულო გემი არ დაზიანებულა. აღნიშნულ ტერიტორიის მახლობლად სამხედრო წვრთნებს ორივე ქვეყანა რეგულარულად ატარებს. ანალოგიური სროლები ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მარტშიც განხორციელდა, რასაც სამხრეთიდან საპასუხო ცეცხლის გახსნა მოჰყვა.

1953 წელს კორეის ომი ოფიციალურად დროებითი ზავით დასრულდა. თუმცა, მხარეები ჯერ კიდევ საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან.
XS
SM
MD
LG