ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიასა და სამხრეთ კორეას შორის დაძაბულობა მატულობს


იაპონიის პრემიერი შინზო აბე, იანვარი, 2014
იაპონიის პრემიერი შინზო აბე, იანვარი, 2014
ამერიკა იაპონიას და სამხრეთ კორეას სთხოვს გააუმჯობესონ დაძაბული ურთიერთობა, რომელმაც ვაშინგტონის აზრით, შეიძლება საფრთხე შეუქმნას აზიის უსაფრთხოების ალიანსს.

დენი რასელი, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანია აზიასთან ურთიერთობაში, აცხადებს, რომ ორივე ქვეყანამ „თავშეკავება უნდა გამოიჩინოს სხვადასხვა რთული ისტორიული საკითხის გადაჭრის პროცესში.“

ურთიერთობის დაძაბვას სამხრეთ კორეის მხრიდან უკმაყოფილება იწვევს, რომელიც იაპონიის იმპრეიალისტურ წარსულს უკავშირდება.

რასელის თქმით, ორ ქვეყანას აქვს საერთო გამოწვევები როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა და მისი ბირთვული პროგრამა.
XS
SM
MD
LG