ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის ახალი ინიციატივა


სამხრეთ კორეა ფხენიანის გადაწყვეტილებას მიესალმება

ჩრდილოეთ კორეამ 60 წლის წინ კორეის ომის შედეგად დაშორებული ოჯახების გაერთიანების ინიციატივის გაგრძელება გადაწყვიტა.

სამხრეთ კორეა ფხენიანის გადაწყვეტილებას მიესალმება. სეულმა ინიციატივის განახლების თარიღად მომავალ კვირა დაასახელა.

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის ოჯახების გაერთიანების პროცესი სამი წლის წინ შეწყდა. შარშან დაგეგმილი განახლებული პროცესი ჩრდილოეთ კორეამ გააუქმა კორეის ნახევარკუნძულზე არსებული დაძაბულობის გამო.

1953 წელს სეულსა და ფხენიანს შორის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ მილიონობით კორეელის ოჯახი საზღვრის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდა.
XS
SM
MD
LG