ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფხენიანის მოქმედება პროვოკაციად ფასდება


ჩრდილოეთ კორეამ ორი საშუალო რადიუსის რაკეტა გაისროლა იაპონიის ზღვაში, რასაც სეულისა და ვაშინგტონისმხრიდან მყისიერი კრიტიკა მოჰყვა, რომელმაც ნაბიჯი პროვოკაციად შეაფასა.

სამხრეთ კორეა აცხადებს, რომ "როდონგის" ტიპის ბალისტიკური რაკეტების გასროლა ოთხშაბათს გამთენიისას განხორციელდა. რაკეტებმა დაახლოებით 650 კილომეტრი იფრინა და ჩრდილოეთ კორეასა და იაპონიას შორის მდებარე იაპონიის ზღვაში აფეთქდა.

ეს გასროლა ჩრდილოეთ კორეის მიერ ესკალაციაზე მიუთითებს. რამდენიმე კვირის წინ ფხენიანმა „სკადის“ ტიპის რაკეტები გაუშვა, რომლებიც მოკლე რადიუსიანი რაკეტებია.

სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა კიმ მინ-სეოკმა განაცხადა, რომ ფხენიანის მოქმედება „სერიოზული პროვოკაციაა,“ რომლის მიზანიც პოლიტიკური გზავნილის გავრცელება იყო.
XS
SM
MD
LG