ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას აზიური ტურნე გრძელდება


შეერთებული შტატების პრეზიდენტი 8-დღიან აზიურ ტურნეს აგრძელებს. ის ამჟამად სამხრეთ კორეაში იმყოფება

სამხრეთ კორეული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ „თუკი ჩრდილოეთ კორეა შეცდომას დაუშვებს და კიდევ ერთ ბირთვულ გამოცდას ჩაატარებს, ის საერთაშორისო საზოგადოებისგან მტკიცე პასუხს უნდა ელოდოს“. შეერთებული შტატების ლიდერმა დღეს სეულში მოწყობილ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამერიკა ჩრდილოეთ კორეის პროვოკაციების წინააღმდეგ სამხრეთ კორეის გვერდით იდგება. ვიზიტის განმავლობაში პრეზიდენტმა ობამამ სამძიმარი გამოუცხადა იმ ოჯახებს, რომელთა შვილებიც გასულ კვირას სამგზავრო ბორანზე მომხდარ კატასტროფაში დაიღუპნენ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი სამხრეთ კორეაში ჩასვლამდე ორი დღით იაპონიაში იმყოფებოდა. პრეზიდენტ ობამას აზიური ტურნეს შემდეგი ვიზიტი მალაიზიაა, სადაც ის ოფიციალური შეხვედრების შემდეგ პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ რაზაკის მიერ მოწყობილ საზეიმო სადილს დაესწრება.
XS
SM
MD
LG