ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა იაპონიას მხარდაჭერას უცხადებს


პრეზიდენტმა ობამამ ტოკიოში ვიზიტის დროს გარკვევით განაცხადა, რომ იერიშის შემთხვევაში ამერიკა იაპონიის მხარეს დაიჭერს

პრეზიდენტი ობამა ადასტურებს, რომ ამერიკა იაპონიასთან დადებული ხელშეკრულების ერთგულია და მზად არის იაპონიის ინტერესები დაიცვას, მათ შორის - აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე კუნძულებთან დაკავშირებით. კუნძულების ფლობაზე ტერიორიული დავა მიმდინარეობს და მათზე პრეტენზიები როგორც იაპონიას, ასევე ჩინეთსაც გააჩნია.

ტოკიოში იაპონიის პრემიერ-მინსიტრ შინზო აბესთან შეხვედრის შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა იაპონიას სადაო კუნძულებთან დაკავშირებით სრული მხარაჭერა გამოუცხადა. პრეზიდენტმა ობამამ გარკვევით განაცხადა, რომ იერიშის შემთხვევაში ამერიკა იაპონიის მხარეს დაიჭერს.

ობამას აზიური ტურნე იაპონიით დაიწყო. რვადღიანი მოგზაურობა ასევე მოიცავს ვიზიტებს სამხრეთ კორეაში, მალაიზიაში და ფილიპინებში.
XS
SM
MD
LG