ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა აზიაში ძალთა „გადაბალანსებას“ აგრძელებს


ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა იაპონიაში ჩავიდა, საიდანაც დამატებით სამ მოკავშირე აზიურ ქვეყანას ეწვევა. მისი ვიზიტის დანიშნულება ამერიკის მოკავშირეების იმაში დარწმუნებაა, რომ ამერიკა განაგრძობს წყნარი ოკეანის აუზის რეგიონში ძალთა „გადაბალანსების“ პოლიტიკას.

ოფიციალური შეხვედრების დროს, ჩინეთის ტერიტორიული დავები და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა საუბრის მთავარი თემები იქნება. იაპონიის შემდეგ ობამა სამხრეთ კორეას, მალაიზიას და ფილიპინებს ეწვევა.

რვა დღიანი ვიზიტის დასაწყისში პრეზიდენტი ობამა იაპონიის პრემიერ მინისტრ შინზო აბეს შეხვდება. უკანასკნელ პერიოდში იაპონიასა და ჩინეთს შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად დაიძაბა რამდენიმე დაუსახლებელ კუნძულთან დაკავშირებული ტერიტორიული დავის გამო, რომლებიც აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში მდებარეობს.
XS
SM
MD
LG