ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერას თხოვს


ხვალ ჩინეთის დედაქალაქში ჩინეთის ხალხთა ეროვნული კონგრესი გაიხსნება

ჩინეთის მთავრობა მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, ტერორიზმთან ბრძოლის საკითხს გაგებითა და მხარდაჭერით მოეკიდოს.

პეკინმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც შაბათს ქალაქ კუნმინგში შეიარაღებულმა ნიღბიანმა თავდამსხმელებმა 29 ადამიანი მოკლეს.

ხვალ ჩინეთის დედაქალაქში ჩინეთის ხალხთა ეროვნული კონგრესი გაიხსნება. შაბათს მომხდარ ინციდენტში პეკინმა ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში მოქმედი სამხედრო დაჯგუფება დაადანაშაულა. აღსანიშნავია, რომ ამ რეგიონის მოსახლეობის უმცირესობას ეთნიკური მუსლიმები-უიღურები წარმოადგენენ, რომლებიც მთავრობას რეპრესიაში დებენ ბრალს.
XS
SM
MD
LG