ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის საპასუხო რეაქცია


სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში გმობს ჩინეთის პოლიტიკის რამდენიმე მიმართულებას

ჩინეთმა ანგარიში გამოსცა, სადაც შეერთებულ შტატებში ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებია დასახელებული. ანგარიშის გამოცემა პეკინის მიერ საპასუხო ნაბიჯი იყო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ყოველწლიური გლობალური ანგარიშისა, რომელმაც ჩინეთი ადამიანის უფლებების დარღვევის გამო მკაცრად გააკრიტიკა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში გმობს ჩინეთის პოლიტიკის რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის, მთარობის კრიტიკოსების შევიწროებას, ეთნიკური უმცირესობების უფლებების შელახვას და ინტერნეტის ცენზურას.

ანგარიშში რამდენიმე დადებითი ნაბიჯიცაა გამოკვეთილი. ერთ-ერთი მათგანი ჩინეთის ერთი შვილის პოლიტიკაა, რომელიც ხელისუფლებამ შარშან უმნიშვნელოდ შეამსუბუქა. ასევე დადებით ნაბიჯად იქნა შეფასებული მთავრობის მიერ შრომა-გასწორების კოლონიების გაუქმების გადაწყვეტილებაც.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის საპასუხოდ ჩინეთმა საკუთარი შეფასება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ამერიკა საკუთარ პრობლემებს ვერ ხედავს.
XS
SM
MD
LG