ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთში მაოს დაბადებას აღნიშნავენ


1976 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ ჩინეთის მოსახლეობის 70% მის მმართველობას დადებით აფასებს

ჩინეთში მაო ძედუნის დაბადებიდან 120 წელს აღნიშნავენ. ის ჩინეთს თითქმის 30 წლის განმავლობაში მართავდა.

1976 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ ჩინეთის მოსახლეობის 70 პროცენტი მის მმართველობას დადებითად, ხოლო 30 პროცენტი კი უარყოფითად აფასებს.

სახელმწიფო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მაოს მოსახლეობის 85 პროცენტი აფასებს დადებითად და აცხადებს, რომ მის მიერ ქვეყნისთვის გაკეთებული საქმე იმ შეცდომებს მნიშვნელოვნად აღემატება, რომლებიც მან დაუშვა.

ხანდაზმულ ჩინელებს, რომლებსაც მაოს მმართველობა პირადად ახსოვთ, აცხადებენ, რომ მან ჩინეთი უცხოური გავლენისგან გაათავისუფლა და ქვეყანა გააერთიანა. სხვები კი ამბობენ, რომ მაოს კულტურული რევოლუციისა და სხვა რეფორმების შედეგად ათობით მილიონი ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG