ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიხეილ სააკაშვილს სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

დღეს საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პირველი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ცნო დამნაშავედ.

მიხეილ სააკაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი. მას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებისთვის 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ასევე, დამატებითი სასჯელის სახით ერთი წლითა და ხუთი თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის 3-წლიანი პატიმრობის მისჯას პოლიტიკურ დევნად აფასებენ.

სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც. ის მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მიერ კონსტიტუციით მინიჭებული მუხლის გამოყენებისთვის მისი სამართლებრივი დევნა ქვეყნისთვის საზიანოა.

"საერთაშორისო თვალსაზრისით, სწორედ კონსტიტუციური მუხლით დევნის წამოწყება ბადებს ძალიან ბევრ კითხვას და სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ იმიჯს", - განმარტა ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG