ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის უშიშროებამ კიევში, ოპოზიციონერ მიხეილ სააკაშვილის ბინა გაჩხრიკა და ის დააკავა. საქართველოს ექსპრეზიდენტი უკრაინის მოქალაქეობის მიღების შემდეგ, ბოლოს ოდესის ოლქის გუბერნატორად მსახურებდა. დღეს ის ოპოზიციაშია და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან კრიმინალურ კავშირში ადანაშაულებს.

სააკაშვილის მხარდამჭერებმა სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწიეს. მათ უკრაინის უსაფრთხოების თანამშრომელთა მანქანას გზა გადაუღობეს და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი გაათავისუფლეს. პრეზიდენტ პოროშენკოს ოფისს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG