ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მალიში არჩევნები წარმატებით დასრულდა


იბრაჰიმ ბუბასარ კიეტა მალის ახალი პრეზიდენტია, რომელმაც ხმების 77.6 პროცენტით გაიმარჯვა

მალის ხელისუფლება ადასტურებს, რომ კვირას გამართულ განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებზე იბრაჰიმ ბუბასარ კიეტამ გაიმარჯვა. საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, ახალმა პრეზიდენტმა ხმების 77.6 პროცენტი მოიპოვა.

მეორე ადგილზე 22 პროცენტით ქვეყნის ყოფილი ფინანსთა მინისტრი, სუმაილა სისე გავიდა. მან დამარცხება უკვე აღიარა და ახალ პრეზიდენტს ქვეყნის მართვის საქმეში წარმატება უსურვა.

მას შემდეგ, რაც 6 წლის წინ მალიში სამხედრო გადატრიალება მოხდა, ქვეყანა ქაოსმა მოიცვა და მას 4-მილიარდიანი საერთაშორისო დახმარება შეუწყდა. სამხედრო გადატრიალების შემდეგ ეს მალიში პირველი მშვიდობიანი არჩევნებია, რომელმაც წარმატებით ჩაიარა.
XS
SM
MD
LG