მალიში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. საარჩევნო კომისიის თქმით, წინასწარი შედეგები ხვალ გამოცხადდება. ბოლო 6 წლის მანძილზე, მას შემდეგ, რაც მალიში სამხედრო გადატრიალება მოხდა, ქვეყანა ქაოსმა მოიცვა და მას 4-მილიარდიანი საერთაშორისო დახმარება შეუწყდა, ეს პირველი მშვიდობიანი არჩევნებია.
წინასწარი მონაცემებით, ბუბასარ კეიტა 75-80 პროცენტით იმარჯვებს. ერთ-ერთმა მთავარმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სუმაილა სისემ მეორე რაუნდში დამარცხება აღიარა. მისი განცხადებით, ბუბასარ კეიტამ არჩევნები დამაჯერებლად მოგო და ის ყოფილ ოპონენტს წარმატებას უსურვებს.