ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაკრონი ჩინეთს სტუმრობს


საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ ევროპამ წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს ჩინეთთან სავაჭრო და დიპლომატიური ურთიერთობების შეზღუდვას. ჩინეთში მაკრონის სახელმწიფო ვიზიტი ოთხშაბათს დაიწყო.

მაკრონმა თქვა, რომ ჩინეთთან დიალოგის შენარჩუნება მნიშვნელოვანია რუსეთთან პეკინის მჭიდრო ურთიერთობების გათვალისწინებით. რაც შეეხება იმას, რომ პეკინი შესაძლოა მოსკოვში იარაღის გაგზავნას განიხილავდეს, მაკრონმა ამ თემაზე თქვა, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ამას გააკეთებს, საერთაშორისო სამართლის დარღვევის თანამონაწილე იქნება.

2019 წლის შემდეგ ჩინეთში პირველ ვიზიტამდე, მაკრონი ამერიკის პრეზიდენტს უკრაინაში ომის დასრულების საქმეში ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ჩართვის შესახებ ესაუბრა. თუმცა ვაშინგტონი სკეპტიკურად უყურებს პეკინის სამშვიდობო გეგმას.

„ჩვენ გვესმის სულ უფრო მკაფიო ხმები, რომელიც გამოხატავს ძლიერ შეშფოთებას დასავლეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების მომავლის შესახებ. ამან გარკვეულწილად მიგვიყვანა დასკვნამდე, რომ არსებობს მზარდი დაძაბულობის გარდაუვალი სპირალი“, - განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს პეკინში საფრანგეთის საელჩოში. „არ მინდა დავიჯერო ეს სცენარი“, - თქვა მან.

მაკრონი პეკინში, ურსულა ფონ დერ ლაიენის ვიზიტამდე ჩავა, რომელიც საფრანგეთის ლიდერს მოგვიანებით შეუერთდება. ეს ჩინეთში მისი პირველი ვიზიტი იქნება მას შემდეგ, რაც დაახლოებით სამი წლის წინ, ის ევროკომისიის პრეზიდენტი გახდა.

გასულ კვირას მან თქვა, რომ ევროკავშირმა უნდა მოახდინოს პეკინთან ურთიერთობებში „დე-რისკიზაცია“, მათ შორის ჩინეთის წვდომის შეზღუდვა ამა თუ იმ პრობლემურ ტექნოლოგიაზე და შეამციროს ჩინეთიდან იმპორტზე დამოკიდებულება საკვანძო მიმართულებებით.

ევროპის ურთიერთობები ჩინეთთან ბოლო წლებში დაიძაბა, ჯერ 2021 წელს შეჩერებული საინვესტიციო შეთანხმების გამო, შემდეგ კი პეკინის უარის გამო დაეგმო უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა.

"რისკების შემცირება არ ნიშნავს ჩინეთთან სავაჭრო კავშირების გაწყვეტას", - განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს. საფრანგეთში საპენსიო რეფორმის თაობაზე მიმდინარე ფართომასშტაბიანი პროტესტის ფონზე, მაკრონი ჩინეთში, 50-კაციან ბიზნეს დელეგაციასთან ერთად ჩავიდა.

ზოგიერთი ანალიტიკოსის თქმით, მოჩვენებითი შეთანხმებები პეკინთან, ოპორტუნისტულად გამოიყურება იმ დროს, როდესაც ჩინეთის მიმართ მზარდი უნდობლობაა შეერთებულ შტატებსა და მისი მოკავშირეების შორის, დაწყებული ტაივანის საკითხით და დამთავრებული - პეკინის მიერ ტექნოლოგიების არაკანონიერი გამოყენების საკითხებით.

მაკრონმაც და ფონ დერ ლაიენმაც განაცხადეს, რომ მათ სურთ, დაარწმუნონ ჩინეთი, გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთზე უკრაინაში მშვიდობის დამყარების მიზნით, ან მინიმუმ, შეაფერხოს მაინც პეკინი კონფლიქტში მისი მოკავშირის პირდაპირი მხარდაჭერისგან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG