ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრ სახლს ამერიკისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე მაღალი მოლოდინები არ აქვს


დღეს, ამერიკის პრეზიდენტი ბაიდენი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ერთმანეთს ონლაინ ხვდებიან. თუმცა, ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, თეთრ სახლში მაღალი მოლოდინები არ აქვთ. ორივე მხარემ, როგორც ამერიკამ, ისე ჩინეთმა სამიტის ჩატარებას ვირტუალური შეხვედრა ამჯობინა.

”ეს შეხვედრა ეხება ჩვენს მცდელობებს, რათა პასუხისმგებლობით ვმართოთ კონკურენცია და არაკონკრეტულ მოწოდებაზე ან შედეგზე დათანხმება”, - თქვა ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა კვირას ჟურნალისტებთან ბრიფინგზე. თეთრი სახლის სხვა ოფიციალური წარმომადგენლებიც, ბოლო დღეების განმავლობაში ამ საკითხს უსვამდნენ ხაზს.

შეხვედრაზე რთული საკითხები იქნება განსახილველი. ამერიკა ჩინეთს კონკურენტად განიხილავს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩინეთმა აქტიურად დაიწყო საკუთარი სამხედრო და ეკონომიკური გავლენის გავრცელება მსოფლიოში. ორ ქვეყანას უკმაყოფილება აქვს დიპლომატიურ, იურიდიულ, ტექნოლოგიურ და ეკონომიკურ საკითხებზე.

შეხვედრაზე, რომელიც ვაშინგტონის დროით საღამოს ჩატარდება, ბაიდენი, სავარაუდოდ ადამიანის უფლებების თემაზეც ისაუბრებს.

თეთრი სახლის სპიკერი ჯენ საკი ამბობს, რომ განსხვავებების გარდა, მხარეები იმ თემებზეც ისაუბრებენ, რაზეც მათი ინტერესები იკვეთება. ასეთი, მაგალითად იქნება კლიმატის ცვლილებები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG