ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სააკაშვილს მის სასამართლო პროცესზე დასწრებაზე კვლავ უარს უცხადებენ


საქართველოს პენიტენციური სამსახური უარს აცხადებს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მის სასამართლო პროცესზე დასწრებაზე. უწყება ამ ნაბიჯს უსაფრთხოების საკითხებს უკავშირებს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაშია სს საქმე, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 315 მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებით კი ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა მ. სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება, რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საკუთრებაში არსებული ავტომანქანების საშუალებით. მათ განზრახული ჰქონდათ აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა დაახლოებით 500-600 ავტომანქანა, რაც გამოიწვევდა უკონტროლო სიტუაციას, ქაოსსა და შექმნილი ვითარება ხელს შეუშლიდა მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

უწყება სააკაშვილზე საუბრისას, იმ ფონზე, როცა ის 11 ნოემბერს გლდანის პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში გადაიყვანეს, ამბობს, რომ სასამართლო პროცესზე გადაყავანა, სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის რისკს წარმოადგენს.

„ამ ეტაპზე მსჯავრდებულ მ. სააკაშვილს შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი, სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დღეს, სოლიდარობის ნიშნად და ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა გამოაცხადეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ზუგდიდის და რუსეთავი საკრებულებში.

ყოფილ პრეზიდენტი, რომელიც 1 ოქტომბერს საქართთველოში დაბრუნების შემდეგ დააკავეს, უკვე 45 დღეა შიმშილობს. სააკაშვილმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ის შიმშილობას შეწყვეტს თუ მას სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG