ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიანმარში დაკავებული ამერიკელი ჟურნალისტი თავისუფალია


ექვსთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მიანმარში დაკავებული ამერიკელი ჟურნალისტი თავისუფალია. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დენი ფანსტერი სამშობლოში უახლოეს პერიოდში დაბრუნდება.

„მივესალმებით ჟურნალისტ ფანსტერის ციხიდან გათავისუფლებას, სადაც ის უკანონოდ იყო მოთავსებული 6 თვის განმავლობში,“- წერია სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

მიანმარში ჟურნალისტის განთავისუფლების პროცესში ჩართული იყო ამერიკის ელჩი ტომ ვაჯდა და პრეზიდენტ ბაიდენის სპეციალური წარმომადგენელი მძევლების საქმეებში, როჯერ კარტენსი. წარმატებული მოლაპარაკებების გამო სახელმწიფო მდივანი პროცესში ჩართულ ყველა პირს მადლობას უხდის.

დენი ფანსტერის აეროპორტში დაკავების მიზეზად, სამხედრო ხუნტამ მცდარი ინფორმაციის გავრცელება დაასახელა, მეტიც ფანსტერი დამნაშავედ სცნეს კოლონიალური ეპოქის უკანონო ასოციაციების აქტის დარღვევაში. ამერიკის მოქალაქეს ამ დროისთვის მიანმარში საიმიგრაციო კანონების დარღვევასაც ედავებიან. საერთო ჯამში, ჟურნალისტს 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

ფაnსტერის დაკავება 24 მაისს აეროპორტში მაშინ მოხდა, როდესაც ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ბრუნდებოდა. ამერიკის მოქალაქე საზღვარზე გააჩერეს და უთხრეს, რომ დაკავებული იყო. ამერიკელ ჟურნალისტს მიანმარში 40 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. რამდენიმე დღის წინ მას ორი ახალი ბრალიც წაუყენეს.

დენი ფანსტერი მიანმარში ახალი ამბების ჟურნალში „Frontier Myanmar”-ში მუშაობდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG