ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბანში სამოქალაქო ომის დაწყებას შიშობენ


.
.
სხავდასხვა დაჯგუფებებს შორის შეტაკებებმა ლიბანში ერთგვარი შიში წარმოშვა. ლიბანელებს, სირიაში მიმდინრე კონფლიქტის ფონზე, საკუთარ ქვეყანაში, ახალი სამოქალაქო ომის დაწყების ეჭვი გაუჩინა.
სულ ახლახანს ლიბანის ზომით მეორე ქალაქ ტრიპოლიში მომხდარი თავდასხმის დროს 25 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60 - მძიმედ დაშავდა. ძალადობამ მოგვიანებით ბეირუთშიც გადაინაცვლა, სადაც ორი ადამიანი მოკლეს.
სუნიტი ლიბანელები სირიაში, სუნიტების ლიდერობით განხორციელებულ აჯანყებას მხარს უჭერენ. შიიტი და ალავიტი ლიბანელები კი სირიის ხელისუფლების მომხრეები არიან.
ლიბანელი სუნიტები სირიის მთავრობის მხარადჭერისათვის საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას აკრიტიკებენ. აქტივისტი ჰუსეინ ალი ამბობს:
“შიიტებს, ალავიტებსა და სუნიტებს შორის ყოველთვის იყო პრობლემები, მაგრამ გარე ძალები უფრო აქტიურობენ სიტუაციის დაძაბვისათვის.”
ზოგიერთი სუნიტი სირიისკონფლიქტს ლიბანის ჩრდილოეთ ნაწილში დესტაბილიზაციისათვის იყენებს.

.

ადგილობრივი ლიდერის ალი ფოუდას თქმით, ზოგიერთი სუნიტი სირიის კონფლიქტს ლიბანის ჩრდილოეთ ნაწილში დესტაბილიზაციისათვის იყენებს.
სირიელი აჯანყებულები ლიბანელი და სხვა არაბული ქვეყნების მხარდამჭერებისაგან იარაღს სისტემატურად ღებულობენ. პარალელურად სირიის ხელისუფლებას საბრძოლო ამუნაციით ირანი და რუსეთი ამარაგებს.
ადამიანის უფლებათა დამცავი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ჰადიმ ჰოურის განცხადებით, ლიბანის მთავრობა ცდილობს ლიბანიდან სირიაში იარაღის მიწოდება აღკვეთოს და ნეიტრალური პოზიციია შეინარჩუნოს.
ლიბანის ჩრდილოეთ რეგიონი საკმაოდ ღარიბია იქ არსებული კონტრაბანდის გამო. სწორედ ამიტომ, სუნიტები სოციალურად და ეკონომიურად თავს იზოლირებულად გრძნობენ. თუმცა, ექსპერტების გარკვეულ ნაწილს მიაჩნია რომ ლიბანელ ლიდერებს კარგად ახსოვთ 20 წლის წინ მომხდარი სამოქალაქო ომი და ამიტომაც სირიის კონფლიქტთან დაკავშირებულ მღელვარებას დროულად უპასუხეს. ლიბანის მთავრობამ ტრიპოლიში განხორციელებული შეტაკების შემდეგ ქალაქში სამხედრო ძალები გაგზავნა ვითარების დასარეგულირებლად.
XS
SM
MD
LG