ლიბანის პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ თანამდებობიდან გადადგება ჰეზბოლასთან მზარდი დაპირისპირების ფონზე.
ნაჯიბ მიკატიმ, ლიბანის თელევიზიას გუშინ განუცხადა, რომ ჰეზბოლას ძალებით დომინირებულ მინისტრთა კაბინეტთან არსებული შეუთანხმებლობის გამო, ის გამორიცხული არ არის წავიდეს თანამდებობიდან. ლაპარაკია შეთანხმებაზე, რომელიც დააფინანებს გაეროს ტრიბუნალის გამოძიებას ყოფილი პრემიერის რაფიკ ჰარირის მკვლელობის გახსნის მიზნით. მიკატიმ აღნიშნა, რომ მისი გადადგომით შესაძლოა ლიბანი პოლიტიკურ კრიზისში ჩაეფლოს.
შეგახსენებთ, რომ ლიბანის ყოფილი პრემიერ მინისტრი რაფიკ ჰარირი ბეირუთში განხორციელებული თავცადსხმისას 2005 წელს მოკლეს.