ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბანი -კონფლიქტების ისტორია


მიუხედავად მის თავს გადამხდარი მრავალი უბედურებისა ჯოზეფ ჩიჩიპიოს ლიბანი, განსაკუთრებულად კი ბეირუთი მაინც უყვარს. ჯოზეფი ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტში მუშაობდა, როდესაც იგი გაიტაცეს და ხუთი წლის განმავლობაში ჰყავდათ მძევლად. ჩიჩიპიო 12-ტ ივლისს, მაშინ როდესაც ჰეზბოლას მებრძოლებმა ორი ისრაელელი ჯარისკაცი გაიტაცეს ბეირუთში იმყოფებოდა.

ჯოზეფის თქმით გატაცებამდე ერთი დღით ადრე ბეირუთში სიცოცხლე ჩქეფდა. რესტორნები და სასტუმროები ხალხით იყო გადაჭედილი იყო და მომავალიც ნათელი და უღრუბო ჩანდა. გატაცებისა და ისრაელის მხრიდან საპასუხო საჰაერო დაბომბვების დაწყებამ კი ყველაფერი შეცვალა.

“სასტუმროები დაცარიელდა, ქუჩაში მანქანები აღარ ჩანს. მაღაზიები და რესტორნები დაიხურა. იღვიძებ დილით, გამოდიხარ ქუჩაში და იგი ცარიელია. ისეთი შთაბეჭდილება დამეუფლა თითქოს ღამის განმავლობაში ყველაფერი ჩაკვდა. საშინელი გრძნობაა.” ამბობს ჯოზეფი.

ლიბანს აყვავების ხანა ახსოვს, რომელიც ძალადობისა და ომების ტალღამ შეწყვიტა. ბეირუთს ფრანგული სტილის არქიტექტურითა და განიერი ბულვარებით, ახლო აღმოსავლეთის პარიზს უწოდებდნენ.

1975-ტი წლის სამოქალაქო ომის დაწყებამდე ლიბანს, მისი მშვიდობიანი საერთაშორისო პოლიტიკის გამო რეგიონის შვეიცარიდაც მოიხსენიებდნენ.

თუმცა კონფლიქტის გაღვივების საფუძველი უკვე ჩაყრილი იყო. 1948-ა წლის არაბთა და ისრაელის ომის შემდეგ, ასი ათასობით პალესტინელი ლტოლვილი მიაწყდა ლიბანს. მატ პოლიტიკურ და სამხედრო აქტიობას კი იასირ არაფატი და პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაცია აკონტროლებდა.ბრძოლა პალესტინელთა, ადგილობრივ მუსლიმთა და დრუზთა კოალიციასა და ქრისტიან ლიბანელებს შორის დაიწყო. კონფლიკტში მეზობელი სირიაც ჩაერთო და ლიბანში ათი ათასობით ჯარისკაცი შეიყვანა. 1982-რ წელს ისევე როგორც ახლა ლიბანიდან ისრაელის წინააღმდეგ შეტევები ხორციელდებოდა.

სამოქალაქო ომს დაახლოებით ასი ათასი ლიბანელის სიცოცხლე და ქვეყნის ეკონომიკა ემსხვერპლა. ბევრმა ქვეყანა დატოვა.

პოლ სალემი ლიბანში მცხოვრები მწერალი და პოლიტოლოგია. მისი თქმით მიუხედავად სამოქალაქო ომისა და ახლანდელი ბრძოლის ასპექტების მსგავსებისა, რეგიონში ბევრი რამ შეიცვალა.

“ბევრი რამ საგრძნობლად განსხვავებულია. ახლა ჩვენ თერთმეტი სექტემბრის მიერ ნაკარნახევ მსოფლიო წყობაში გვიწევს ცხოვრება. შეერთებული შტატები ერაყშია შესული. ამერიკასა და სირიას შორის არავითარი ურთიერთობა არ არსებობს. ასევე ამერიკა არ ეკონტაქტება ირანს. სამშვიდობო პროცესი გაყინულია. სუნიტებსა და სიიტებს შორის კონფლიქტმა ზენიტს მიაღწია. ამიტომაც მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტში არაფერი ახალი არ არის, მათი კონტექსტი ახლა ბევრად უფრო სახიფათოა.” ამბობს ბატონი სალემი.

2000-ს წელს ისრაელმა ლიბანის სამხრეთიდან საოკუპაციო ჯარი გაიყვანა. სირიას კი ჯარის გაყვანა შარსან მოუწია ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის რაფიკ ჰარირის მკვლელობის ბრალდებასთან დაკავშირებით.

მყარი საბანკო და საფინანსო სისტემის, მცირე და საშუალო საწარმოებისა და საერთაშორისო დახმარების ხარჯზე დღევანდელ კრიზისამდე, ლიბანის ეკონომიკა საგრძნობლად წინ წავიდა.

არაბეთისა და ამერიკის ინსტიტუტის პრეზიდენტი ჯეიმს ზოგბი ამბობს, რომ გაკვეთილი ორივე მხარემ უნდა ისწავლოს. მისი თქმით ამ კონფლიქტში გამარჯვებას ვერც ერთი მხარე ვერ მიაღწევს. ეს ძალზე ფაქიზად გადასაწყვეტი პოლიტიკური პრობლემაა.

უკანასკნელ დეკადაში ლიბანმა პოლიტიკურ სტაბილურობას და ეკონომიკის აყვავებას მიაღწია. სამწუხაროდ ისრაელსა და ჰეზბოლას შორის მიმდინარე ბრძოლის შეჩერების შემდეგ, ლიბანელებს კიდევ ერთხელ მოუწევთ ქვეყნის აღშენება.

XS
SM
MD
LG