ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ადვოკატები ტრამპის მამხილებლის უსაფრთხოებაზე შიშობენ


ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის იმსახურებს შეხვდეს "ბრალმდებელს", რომელმაც მისი და პრეზიდენტ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

თუმცა, მამხილებლის ადვოკატები ამბობენ, რომ უსაფრთხოების გამო, ახლა აუცილებელია, მისი ვინაობის საიდუმლოდ შენახვა.

იურისტების გუნდმა კვირას განცხადება გააკეთა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ისინი დემოკრატებთან და რესპუბლიკელებთან ერთად მუშაობენ მამხილებლის მიერ კონგრესში ჩვენების მიცემაზე. თუმცა, როდის შეხვდება ის კანონმდებლებს, ჯერ უცნობია.

მამხილებლის ერთ-ერთმა ადვოკატმა, მარკ ზაიდმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ის მოწმეთა დაცვის პროგრამაშია.

იურისტების ჯგუფმა გამოაქვეყნა ეროვნული სადაზვერვო სამსახურისთვის მიწერილი წერილის ასლიც. წერილში ნათქვამია, რომ მამხილებლის პერსონალური უსაფრთხოების საკითხი წინა კვირას გამწვავდა და იურისტები პრობლემის გაუარესებას ელიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG