ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი და ზელენსკი საიმპიჩმენტო გამოძიების დროს შეხვდებიან


პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ნიუ იორკში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდება იმ დროს, როდესაც ქვეყნდება ცნობები, რომ სატელეფონო საუბრის დროს, შეერთებული შტატების ლიდერი თავის უკრაინელ კოლეგაზე წნეხს ახორციელებდა, რათა მას გამოეძიებინა დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, იმის თაობაზე, რომ მის ვაჟს, ჰანტერს, უკრაინულ გაზის კომპანიაში მაღალხელფასიანი თანამდებობა ეკავა.

ეს სატელეფონო საუბარი ამჟამად იმ საიმპიჩმენტო გამოძიების ცენტრშია, რომელიც წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა სპიკერმა ნენსი პელოსიმ გამოაცხადა.

ტრამპმა აღიარა, რომ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის დროს ბაიდენის საკითხი წამოტივტივდა, თუმცა ირწმუნება, რომ უკრაინის ლიდერზე წნეხს ადგილი არ ჰქონია.

პრეზიდენტმა ტრამპმა დაადასტურა, რომ სატელეფონო საუბრამდე რამდენიმე დღით ადრე თავის თანამშრომლებს უთხრა, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარება, დაახლოებით 400 მილიონი დოლარი შეეჩერებინათ. საუბრების ამონაწერის მოკლე შინაარსი აჩვენებს, რომ ტრამპმა ბაიდენი რამდენჯერმე ახსენა.

ტრამპთან შეხვედრის წინ, ზელენსკიმ „ამერიკის ხმის“ უკრაინულ სამსახურს უთხრა: „ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას და უკრაინის კურსს აგრესიის და ომის წინააღმდეგ მის ბრძოლაში მუდამ მხარს უჭერდეს.

ზელენსკიმ იქვე დაამატა: „ვფიქრობ, ძალიან თბილი შეხვედრა იქნება.“

Facebook Forum

XS
SM
MD
LG