ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკიმ მაკრონს რუსეთზე სანქციების შენარჩუნება სთხოვა


საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში ერთმანეთს შეხვდნენ.

ერთობლივი პრესკონფერენციის დროს მაკრონმა თქვა, რომ არსებობს შანსი უკრაინის საკითხზე ახალი სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს. მაკრონმა თქვა, რომ შესაძლოა ჩატარდეს სამიტი ე.წ „ნორმანდიის ფორმატის“ ფარგლებში, რომელშიც უკრაინის, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტები, ასევე გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მიიღებენ მონაწილეობას.

მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ ის მიესალმება ზელენკის სურვილს დაასრულოს კონფლიქტი უკრაინაში. "თქვენ გაქვთ ბევრი ამბიცია თქვენი ქვეყნისთვის და თქვენ ხართ ძალიან მამაცი," უთხრა მაკრონმა ზელენსკის.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი პრიორიტეტი "ომის დამთავრება და უკრაინის ანექსირებული ტერიტორიების დაბრუნებაა." თუმცა დასძინა, რომ ეს სამხედრო ძალით არ უნდა მოხდეს.

"მშვიდობისთვის ერთადერთი გასაღები დიპლომატიური და სანქციებით ზეწოლაა. მე გთხოვთ ეს შეინარჩუნოთ," უთხრა ზელენსკიმ მაკრონს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG