ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტ ტრამპს იმპიჩმენტის საკითხი "არ აღელვებს"


ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი იმპიჩმენტის შესაძლებლობა „არ აღელვებს“. ახალი ამბების სააგენტოს „როიტერის“ მიერ გამოქვეყნებულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ტრამპმი ამბობს „რთულია ვინმეს იმპიჩმენტი, თუ მას არაფერი ცუდი გაუკეთებია და ქვეყნის ისტორიაში ყველაზე საუკეთესო ეკონომიკა შექმნა“.

ტრამპის ოპონენტებმა დემოკრატიული პარტიიდან იმპიჩმენტის პროცესის დაწყების შესაძლებლობაზე საუბარი კიდევ ერთხელ განაახლეს იმ მიზეზით, რომ ფედერალური პროკურორების თქმით, ტრამპმა მის ადვოკატს მაიკლ კოენს დაავალა ორი ქალისთვის 2016 წლის არჩევნების წინ ფული გადაეხადა, სიჩუმის სანაცვლოდ.

დემოკრატების თქმით აღნიშნული კომპენსაცია საარჩევნო კომპანიის კონტრიბუციაა და სცდება დაწესებულ საკანონდებლო შეზღუდვებს. მათი თქმით ტრამპის საარჩევნო გუნდმა აღნიშნული კომპენსაცია არ შეიტანა კამპანიის ფინანსურ ანგარიშში. დემოკრატები ამბობენ, რომ ეს საარჩევნო კანონის დარღვევაა და საკმარისი საფუძველია იმპიჩმენტის პროცესის დასაწყებად. თუმცა, პარტიის ლიდერების ნაწილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ მიზეზით იმპიჩმენტის მოთხოვნის საჭიროებას. ტრამპმა „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს არ წარმოადგენდა საარჩევნო კამპანიის კონტრიბუციას და მისი „ქმედება არ შეიცავდა დარღვევებს“.

იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის თანხმობა სჭირდება. წარმომადგენელთა პალატას იანვრიდან დემოკრატები გააკონტროლებენ. თუმცა, იმპიჩმენტისთვის წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყის შემდეგ, სენატში ორი მესამედის მხარდაჭერაა საჭირო. ამ დროისთვის სენატს რესპუბლიკელები აკონტროლებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG