ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლაპიდი ამბობს, რომ სააგენტოს დახურვა დიდ გავლენას იქონიებს ისრაელ რუსეთის ურთიერთობებზე


რუსეთმა შესაძლოა დახუროს სააგენტო, რომლის დახმარებითაც ებრაელები რუსეთიდან ისრაელში წლების განმავლობაში ბრუნდებიან.

კრემლის სურვილი ნათლად გამოიხატება იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში, სადაც სამინისტრო სააგენტოს დაშლას მოითხოვს. სარჩელი უკვე დარეგისტრირდა მოსკოვის სასამართლოში. სხდომა 28 ივლისს გაიმართება.

სააგენტო 1929 წელს დაფუძნდა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1948 წელს ისრაელის სახელმწიფოს შექმნში. სააგენტოს ერთ-ერთი ფილიალი რუსეთში (საბჭოთა კავშირში) მდებარეობდა. სააგენტოს დახმარებით ათასობით ებრაელმა, რომლებიც საბჭოთა კავშირის ჯარმა მეორე მსოფლიო ომის დროს გაათავისუფლა, სახლში დაბრუნდა.

ექსპერტთა ნაწილი მოსკოვის გადაწყვეტილებას გაფრთხილებად აფასებს ისრაელის პრემიერ-მინისტრის იაირ ლაპიდის მისამართით, რომელიც რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი რიტორიკით გამოირჩევა ვიდრე, ნაფტალი ბენეტი, რომელმაც თანამდებობა 1 ივლისს დატოვა.

ლაპიდი უკვე გამოეხმაურა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებას და თქვა, რომ ებრაული სააგენტოს ფილიალის დახურვა რუსეთში დიდ გავლენას იქონიებს ორი ქვეყნის ურთიერთობებზე. მისივე თქმით, მოსკოვში გაემგზავრებიან იურისტები, რომლებიც მოლპარაკებების პროცესს წარმართავენ.

სააგენტოს დახურვა ებრაელთა იმიგრაციის პროცესს შეანელებს, თუმცა არ შეაჩერებს ამბობენ სპეციალისტები.

მას შემდეგ რაც უკრაინაში რუსეთმა ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო იაირ ლაპიდმა, რომელიც მაშინ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, რუსეთი „მსოფლიო წესრიგის დარღვევაში“ დაადანაშაულა. ბენეტმა კი, რომელიც მაშინ პრემიერის თანამდებობას იკავებდა, ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობებს. ბენეტი ცდილობდა რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლის როლი ეთამაშა.

სპეციალისტები მოსკოვის გადაწყეტილებას სწორედ ისრაელის მთავრობის დამოკიდებულებების ცვლილებას უკავშირებენ.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG