ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონი ყუნდუსის ინციდენტს დეტალურად გამოიძიებს


ავღანეთის უსაფრთხოების ძალები ყუნდუსში დაბომბილი საავადმყოფოს ნანგრევებს ათვალიერებენ, 2 ოქტომბერი, 2015
ავღანეთის უსაფრთხოების ძალები ყუნდუსში დაბომბილი საავადმყოფოს ნანგრევებს ათვალიერებენ, 2 ოქტომბერი, 2015

ამერიკის თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა პირობა დადო, რომ პენტაგონი „ძირეულად და გამჭვირვალედ“ გამოიძიებს ამერიკის საჰაერო ძლაების მიერ ავღანეთის ქალაქ ყუნდუზში საავადმყოფოს დაბომბვის ფაქტს, რომელსაც სულ ცოტა 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შაბათს მომხდარმა ინციდენტმა ფართომასშტაბიანი კრიტიკა გამოიწვია, მათ შორის, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციისგან "ექიმები საზღვრებს გარეშე," რომლის თანამშრომლებიც თავდასხმის დროს საავადმყოფოში იმყოფებოდნენ. "ექიმები საზღვრებს გარეშე" ინციდენტს დამოუკიდებლად გამოიძიებს. თავდასხმის დროს საავადმყოფოს 12 თანამშრომელი და 10 პაციენტი დაიღუპა.

ამერიკის ანონიმური ოფიციალური პირის ინფორმაციით, ამერიკის სპეც-დანიშნულების რაზმი, რომელიც საავადმყოფოსთან ახლოს იმყოფებოდა, თალიბანის იერიშს იგერიებდა. ამასთან, ავღანეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ავღანელ ჯარისკაცებს თალიბანის მებრძოლებმა ცეცხლი საავადმყოფოს ტერიტორიიდან გაუხსნეს. საავადმყოფოს დაბომბვა საბრძოლო დანაყოფებისთვის საჰაერო დახმარების მიწოდების მიზნით მოხდა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა თავდასხმის გასამართლებლად გამოთქმული მიზეზები დაგმო, ხოლო ორგანიზაციამ "ექიმები საზღვრებს გარეშე" ავღანეთის მთავრობის განცხადებაზე თქვა, რომ ეს ომის დანაშაულის აღიარებაა.

XS
SM
MD
LG