ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორი კორეის მაღალჩინოსნების შეხვედრა შვიდი წლის შემდეგ


სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეამ შვიდი წლის მანძილზე პირველად გამართა მაღალი დონის შეხვედრა, რაც იმედს აჩენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დარეგულირებასთან დაკავშირებით.

შეხვედრას ოფოციალური განრიგი არ ჰქონია და ის სამხრეთ კორეის მხარეს, სასაზღვრო სოფელ პანმუნჯომში გაიმართა.

შეხვედრაზე გამგზავრებამდე სამხრეთ კორეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეროვნული უშიშროების სააგენტოს წარმომადგენელმა კიმ კიუმ ჰიუნმა შეხვედრა ოპტიმისტურად შეაფასა:

„ჩვენ შეხვედრაში მონაწილეობას გახსნილი გონებითა და დადებითი დამოკიდებულებით ვღებულობთ და იმედი გვაქვს, რომ კორეის ნახევარკუნძულზე ურთიერთობის ახალ გზას გავხსნით.“

ჩრდილოეთ კორეის დელეგაციას ქვეყნის მთავარი მომლაპარაკებელი ვონ დონგ იონი ხელმძღვანელობდა.

XS
SM
MD
LG