ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრ. კორეა მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს


ამერიკის ოფიციალური პირების განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა მისიონერ კენეტ ბაეს თაობაზე დაგეგმილ მოლაპარაკებაზე უარს ამბობს

ჩრდილოეთ კორეა მისიონერ კენეტ ბაეს გათავისუფლებისათვის დაგეგმილ მოლაპარაკებაში მონაწილეობაზე უარს ამბობს. კვირას რობერტ კინგის -ჩრდილოეთ კორეაში ადამიანის უფლებების საკითხში სახელმწიფო დეპარტამენტის ექსპერტის- გამგზავრებამდე, ფხენიანმა მისი მოსაწვევი გააუქმა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია ჩრდილოეთ კორეის ქმედება. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ეს შესაძლოა სამხრეთ კორეასთან დაგეგმილ ერთობლივ სამხედრო წვრთნას უკავშირდებოდეს. კვირის ბოლოს სამხრეთ კორეაში ჩასვლას სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი გეგმავს. სამხედრო წვრთნები კი სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს დაიწყება.
XS
SM
MD
LG