ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კენიაში ძვირფასი ტვირთი დააკავეს


გამოძიების დასრულებამდე ტვირთი პორტში დარჩება

კენიის მთავრობამ მომბასას პორტში შემოსულ ერთერთ გემზე მილიონ დოლარად შეფასებული ორი ტონა სპილოს ძვალი აღმოაჩინა. არალეგალური ტვირთი სავარაუდოდ ინდონეზიიდანაა და მასზე გაცემულია დოკუმენტი, რომელშიც ძვირფასი ძვალი დეკორატიული ქვის სახელითაა მოხსენიებული.

პასუხისმგებელი პირი, რომელიც საბაჟოში ტვირთი განბაჟებას ცდილობდა, პოლიციამ უკვე დააკავა. გამოძიების დასრულებამდე ტვირთი პორტში დარჩება. სპეციალისტების გამოთვლით, ამ რაოდენობის სპილოს ძვლის მოსაპოვებლად მინიმუმ 250 სპილო უნდა გაენადგურებინათ.

XS
SM
MD
LG