ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კენიაში კვლავ მსხვერპლია


ტომებს შორის დაპირისპირების მსხვერპლი 130 ადამიანს აღწევს

კენიის პოლიციის განცხადებით, მდინარე ტანას რეგიონში ტომთა შორის დაპირისპირების შედეგად სულ ცოტა რვა ადამიანი დაიღუპა. შეტაკების დროს ერთმანეთს პოკომოს და ორმას ტომის ხალხი დაუპირისპირდა.
ადგილობრივი ინფორმაციით, შეტაკების დროს ცხრა ადამიანი დაშავდა. მათ შორის ერთერთი მცირეწლოვანი ბავშვია.
აგვისტოს შემდეგ ამ რეგიონში ჯგუფებს შორის დაპირისპირება განსაკუთრებით გამწვავდა. სულ დღემდე 130 ადამიანია დაღუპული.

XS
SM
MD
LG