ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კენიაში თავდასხმისას ბავშვები და ქალები დაიღუპნენ


კენიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ტომთა შორის დაპირისპირებას სულ ცოტა 45 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, შეტაკებები პარასკევს დილით მოხდა, როდესაც პოკომოელების შეიარაღებული ეთნიკური ჯგუფი ორმას ხალხის ერთერთ სოფელს დაესხა თავს. კენიის წითელი ჯვრის განცხადებით, კიპაოს სოფელში დაღუპულებს შორის 13 ბავშვი და ექვსი ქალია. სულ თავდამსხმელებმა 45 საცხოვრებელი სახლი დაწვეს.
შაბათს თეთრმა სახლმა დაგმო კენიაში მომხდარი ძალადობა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. ვაშინგტონმა ასევე მოუწოდა კენიის მთავრობას, პოლიციას და ტომთა ბელადებს, კონფლიქტების ციკლის მშვიდობიანად დასრულებაზე იზრუნონ.

XS
SM
MD
LG