კვირას, აღმოსავლეთ კენიაში, ხელყუმბარის აფეთქების შედეგად, სულ ცოტა რვა ადამიანი დაიჭრა.
რამდენიმე დაზარალებულ პოლიციელთან ერთად, დაჭრილებს შორისაა ქალაქ გარისას ეკლესიის მოძღვარიც. აფეთქება პოლიციის შენობის ტერიტორიაზე მდებარე ეკლესიაში მოხდა.
ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ჯერ არავის არ აუღია. მეამბოხეები კენიის მოსახლეობაზე თავდასხმებს მას შემდეგ ახორციელებენ, რაც ქვეყნის შეიარაღებული ძალები სომალიში ალ-შაბაბის დაჯგუფებას ებრძვიან.
ამა წლის ივლისში, გარისაში, ორ ეკლესიაზე ანალოგიური თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაიღუპა.