ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კენიის სამხედრო გემის შეტევა


კიშმაოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ქალაქი დატოვა

ორშაბათს კენიის სამხედრო გემმა სომალის ალ-შაბაბის მეამბოხეთა მიერ კონტროლირებადი ქალაქი კიშმაო დაბომბა. თავდასხმისგან არავინ დაშავებულა.

კენიის არმიის პრესმდივანმა, ემანუელ ჩირჩირმა ამერიკის ხმასთან საუბრისას დაადასტურა სამხედრო ხომალდის მიერ ჩატარებული ოპერაცია.

კენიის სამხედრო ძალები აფრიკის კავშირის შეიარაღების ნაწილს წარმოადგენს, რომელიც მხარს სომალის ხელისუფლებას უჭერს. კენიის მიზანია კიშმაოდან ალ-შაბაბის მეამბოხეები განდევნოს. თვითმხილველთა განცხადებით, კიშმაოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მოსალოდნელი შეტაკებების თავიდან აცილების მიზნით კიშმაო დატოვა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG