ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კენიაში არჩევნების შედეგებს ელიან


საარჩევნო კომისიის განცხადებით, 330 000 საარჩევნო ბიულეტენი გაუქმდა დარღვევების გამო

კენიაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გრძელდება ხმის დათვლის პროცესი. წინასწარი მონაცემებით არჩევნებში უჰურუ კენიატა ლიდერობს, რომელმაც ხმათა 53% მიიღო. მისმა მოწინააღმდეგემ, კენიის პრემიერ-მინისტრმა რაილა ოდინგამ მხოლოდ 42% დააგროვა.

საარჩევნო კომისიის განცხადებით, 330 000 საარჩევნო ბიულეტენი გაუქმდა დარღვევების გამო. საერთაშორისო დამკვირვებლების თქმით, არჩევნების პროცესი მშვიდობიანად მიმდინარეობდა.

ბატონი კენიატა კენიის პირველი პრეზიდენტის ვაჟია. ის უმდიდრესი ადამიანია აფრიკაში. ჰააგის ტრიბუნალი მას სიკვდილის ესკადრონების შექმნაში ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG