ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კენიელი მილიონერი შესაძლოა პრეზიდენტი გახდეს


აფრიკელი მილიონერის ქონება 500 მილიონ დოლარადაა შეფასებული

კენიის პოლიტიკოსი უჰურუ კენიატა შესაძლოა პრეზიდენტად აირჩიონ, მიუხედავად იმისა, რომ მას 2008 წლის არჩევნების შემდეგ კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად.

51 წლის კენიატა კენიის პირველი პრეზიდენტის ჯომო კენიატას შვილია, რომელიც მსოფლიოს ერთერთ მდიდარ ადამიანად ითვლება.

ჟურნალ ფორბსის მიერ გამოქვეყნებულ მსოფლიოს მდიდარი ადამიანების სიაში აფრიკელი მილიონერი 500 მილიონი დოლარის ქონებით აღმოჩნდა. მისი სიმდიდრის ძირითად ნაწილს ოჯახის უძრავი ქონება, მედიაში, ბანკებსა და რძის პროდუქტების ინდუსტრიაში ჩადებული წილებია.

მიუხედავად ზემოხსნებული ბრალდებისა, კენიატას აფრიკაში ხალხის პატივს სცემს და იგი კენიაში ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფის ლიდერია.
XS
SM
MD
LG