ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაშმირის დედაქალაქში კომენდანტის საათი დაწესდა


ინდოელების მიერ მართული ქაშმირის დედაქალაქში კომენდანტის საათი მას მერე დაწესდა,რაც ინდოეთის ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეებმა სრინეგარში რამდენიმე შენობა გადაწვეს.

დღეს ქალაქის მთავარ ქუჩებს ძირითადად სამხედრო ნაწილები აკონტროლებდნენ.მავთულხლართების ბარიკადებით გადაიკეტა სკვერები და საზოგადოების თავშეყრის ადგილები.

ქაშმირის პოლიციამ ქვეყნის მთავარ სეპარატისტს მირვაიზ უმარ ფარუგს ძალადობისკენ მოწოდებაში დასდო ბრალი.თუმცა ფარუგი ამ ბრალდებას მკაცრად უარყოფს.

შეგახსენებთ,რომ უკანასკნელი სამი თვის მანძილზე ქაშმირი საპროტესტო აქციების ტალღამ მოიცვა. ამ ხნის მანძილზე უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრაციების დაშლის დროს 69 დემონსტრანტი გამოასალმეს სიცოცხლეს.

XS
SM
MD
LG