ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გენერალური ინსპექტორი რუსეთის გამოძიების თაობაზე სენატის წინაშე წარდგება


ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორი ოთხშაბათს სენატის იურიდიული კომიტეტის წინაშე წარდება. მაიკლ ჰოროვიცმა იმ მოკვლევის შედეგებზე უნდა ისაუბროს, რომლიც თანახმადაც 2016 წლის არჩევნებში რუსეთის გამოძიება ფედერალურმა ბიურომ პოლიტიკური მიკერძოების გარეშე დაიწყო. გენერალური ინსპექტორის აპარატი უწყებაში შემავალი, მაგრამ ერთგვარად დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომელიც ამავე უწყებაში მომხდარ, შესაძლო გადაცდომებს იკვლევს.

ჰოროვიცის ხელმძღვანელობით ჩატერებული კვლევის ანგარიში ორშაბათს გამოქვეყნდა და ის ეწინააღმდეგება იმას, რასაც დონალდ ტრამპი ორ წელზე მეტია, გამუდმებით იმეორებს: რომ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ რუსეთის ჩარევისა და მის კამპანიასთან შესაძლო კავშირების კვლევა პოლიტიკური საფუძვლებით და მიკერძოებით დაიწყო, რის გამოც ის ამ გამოძიებას "კუდიანებზე ნადირობას" უწოდებდა.

ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, პრეზიდენტმა ტრამპმა ამჯერად უკვე ეს მიგნებები გააკრიტიკა. მან თქვა, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი, რომელიც ამბობს, რომ გამოძიება შესაბამის საფუძვლებზე დაიწყო, "ალბათ სხვა ანგარიშს კითხულობს".

"არ ვიცი რომელ ანგარიშს კითხულობდა ფედერალური ბიუროს ახლანდელი დირექტორი ქრისტოფერ ვრეი, მაგრამ დაწმუნებული ვარ, არა იმას, რომელიც მე გადმომცეს. ამგვარი მიდგომით, ის ვერასდროს შეძლებს გამოძიების ფედერალური ბიუროს გაუმჯობესებას (გამოსწორებას), რომელიც ძლიერაა დაზიანებული, მიუხედავად ზოგიერთი არაჩვეულებრივი თანამშრომლისა, რომლებიც იქ მუშაობენ", - დაწერა ტრამპმა "ტვიტერზე".

ამერიკის გენერალურმა პროკურორმა კი ეს სკეპტიციზმი გაიმეორა NBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუშიც და თქვა, რომ გამოძების ფედერალურ ბიუროს შესაძლოა, არაკეთილსინდისიერი მოტივები ჰქონდა, როდესაც იმის გამოძიება დაიწყო, იყო თუ არა ტრამპის კამპანიის წევრებსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის შეთქმულება.

XS
SM
MD
LG