ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იმპიჩმენტის გამოძიების საჯარო მოსმენები გრძელდება


ხუთშაბათს, კონგრესში საიმპიჩმენტო გამოძიების ფარგლებში მოწმეთა დაკითხვა გრძელდება.

ხუთშაბათს, კონგრესმენების წინაშე წარდგა ფიონა ჰილი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი წევრი, რომელმაც მოსმენაზე აღნიშნა, რომ უკრაინის, და არა რუსეთის, ჩარევა აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში "გამოგონილი ნარატივია". ასევე მოუსმინეს დევიდ ჰილს, აშშ-ის საელჩოს ამერიკელ დიპლომატს კიევში.

ჰილი, მეორე ადამიანია ტრამპის ადმინისტრაციიდან, ვინც ტრამპის სიტყვებს პირდაპირ შეეწინააღმდეგა და დაუპირისპირდა მის აღიარებებს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის და უკრაინის შესახებ.

პირველი ადამიანი, ტრამპის ადმინისტრაციიდან, იყო აშშ-ის ელჩი ევროკავშირში გორდონ სონლენდი, რომელიც კონგრესის წინაშე ოთხშაბათს წარსდგა. მან აღნიშნა, რომ ტრამპი და მისი მაღალჩინოსნები უკრაინას, დახმარებას პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ გამოძიების სანაცვლოდ უთანხმებდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG