ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრექსიტის შეთანხმების მისაღწევად საათებია დარჩენილი


ბრიტანეთმა ევროკავშირის დატოვების შესახებ ბლოკთან შეთანხმებას 15 ოქტომბერს, დღის ბოლომდე უნდა მიაღწიოს. თუკი ასე არ მოხდა, შეთანხმება ამ კვირაში, ევროკავშირის სამიტზე ვერ დამტკიცდება და ევროპული ბლოკის დატოვების თარიღის კიდევ ერთხელ გადაწევა გახდება საჭირო. ამჟამად დათქმული ვადა 31 ოქტომბერია.

“ბრექსიტის” საკითხებში ევროკავშირის მომლაპარაკებელი მიშელ ბარნიე ბრიტანეთის მიერ ბლოკის დატოვებასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე სამ შესაძლო სცენარს ხედავს: ერთი, ბრიტანეთთან 15 ოქტომბერს შეთანხმების მიღწევაა, მეორე - “ბრექსიტის” კიდევ ერთხელ გადავადება და მესამე - მოლაპარაკებების ჩაშლა.

ბარნიემ ევროკავშირის ქვეყნების მინისტრებს ლუქსემბურგში გამართული შეხვედრისას უთხრა, რომ ირლანდიის საზღვართან დაკავშირებული საკითხები კვლავ ღია და გადაუჭრელია.

ოფიციალური პირების თქმით, ირლანდიის საზღვრის თემაზე შეთანხმების მიღწევა დღის ბოლომდე ჯერ კიდევ შესაძლებელია და თუ ეს ვერ მოხერხდა, მაშინ თვის ბოლომდე, შესაძლოა არაგეგმიური სპეციალური სამიტი გაიმართოს. თუმცა, როგორც ირკვევა, კვლავ საჭირო იქნება ევროკავშირის მზადყოფნა, კიდევ ერთხელ გადადოს "გაყრის" თარიღი. ამის შესახებ ევროკავშირში ფინეთის მინისტრმაც ისაუბრა და თქვა, რომ ლიდერები ხუთშაბათს და პარასკევს სამიტის ფარგლებში, ამ ვადის კიდევ ერთხელ გადაწევაზე იმსჯელებენ.

"მოლაპარაკებები რთულია, მაგრამ მჯერა, რომ შეთანხმების მიღწევა კვლავ შესაძლებელია", - ამბობს ევროკავშირის მთავარი მომლაპარაკებელი "ბრექსიტის" საკითხებში მიშელ ბარნიე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG