ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის პარლამენტმა კიდევ ერთხელ უარყო ჯონსონის გეგმა


ბრიტანეთის პარლამენტმა მეორედ უარყო პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის გეგმა, ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და ბრექსიტთან დაკავშირებით.

ჯონსონი ვადამდელი არჩვენების ჩატარებას, 15 ოქტომბრისთვის ლობირებდა, რათა საპარლამენტო უმრავლესობა მიიღოს და ბრექსიტის საკუთარი გეგმა ევროპის სამიტის ჩატარებამდე დაამტკიცოს.

სამშაბათს, კენჭისყრის შემდეგ, ჯონსონმა თავისი წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილება გაახმაურა და თქვა, რომ სურს პარლამენტი 5 კვირით დაითხოვოს მანამ, სანამ დედოფალი თავისი ყოველწლიური ანგარიშით წარსდგება პარლამენტის წინაშე.

პარლამენტის ვადამდელ არჩევნებზე კანონმდებელთა უარი მას შემდეგ გახდა ხალხისთვის ცნობილი, რაც დედოფალმა მხარი დაუჭირა პარლამენტის გადაწყვეტილებას, უარი თქვას ჯონსონის ბრექსიტის გეგმაზე, თუკი ეს ბრიუსელთან შეთანხმების გარეშე მოხდება. ევროკავშირის დატოვებისთვის ბრიტანეთს საბოლოო ვადა 31 ოქტომბერს აქვს დაწესებული.

ორშაბათს ჯონსონმა თქვა, რომ ბრექსიტი ოქტომბერში მოხდება, მიუხედავად იმ კანონისა, რომელიც პარლამენტმა მიიღო. თუმცა, ჯონსონს არ დაუკონკრეტებია როგორ აპირებს თავისი გეგმის შესრულებას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG