ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბანკო კრიზისის ფონზე, "პირველი რესპუბლიკის ბანკი" ამერიკის უმსხვილესმა ბანკმა აუქციონზე იყიდა


„პირველი რესპუბლიკის ბანკის” დეპოზიტები და „აქტივების მნიშვნელოვანი უმრავლესობა“, „ჯეი პი მორგანმა“ შეიძინა. შაბათ-კვირას გამართული ამ აუქციონის შედეგად, უმსხვილესი ამერიკული ბანკი (JPMorgan), კიდევ უფრო დიდი გახდა. გარიგების ფარგლებში, დეპოზიტების დაზღვევის ფედერალურ კორპორაციას (FDIC) $10,6 მილიარდს გადაუხდის.

„პირველი რესპუბლიკის ბანკი”- მარტში შექმნილი საბანაკო კრიზისის ერთ-ერთი მთავარი მსხვერლია. კრიზისი დეპოზიტორების მიერ, საკუთარი დეპოზიტების ისეთ ორგანიზაციებში მასობრივმა გადატანამ გომიწვია, რომლებიც მათ უფრო დიდ ნდობას იმსახურება. მათ შორის, "ჯეი პი მორგანშიც".

„პირველი რესპუბლიკის ბანკზე” ფოკუსი მას შემდეგ გადავიდა, რაც მარტში, „სილიკონის ველის ბანკი” (SVB) უეცარად ჩამოიშალა. სწორედ ამის შემდეგ იქცა „პირველი რესპუბლიკის ბანკი”, ამერიკული საბანკო სისტემის ყველაზე სუსტ რგოლად. SVB-ის კოლაფსის შემდეგ, „პირველი რესპუბლიკის ბანკიდან” მეანაბრეებმა $100 მილიარდზე მეტი ღირებულების დეპოზიტები გაიტანეს.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, გასულ უქმეებზე, FDIC-ის მიერ ჩატარებული აქუციონის შედეგად დადებულმა გარიგებამ, ფინანსური ბაზარი უნდა დაამშვიდოს. მაგრამ, ისინი ამბობენ, რომ ამას შესაბამისი შედეგბი მოჰყვება - უმსხვილესი ბანკები კიდევ უფრო ძლიერდება, მცირე ბანკებისთვის კი საქმიანობა უფრო რთული ხდება.

დენის კელეჰერი, უოლ სტრიტის რეფორმის ჯგუფიდან ამბობს, რომ აუქციონის შედეგებმა „არაჯანსაღი კონსოლიდაცია, არასამართლიანი კონკურენცია და ძალიან დიდი ბანკების სახიფათო ზრდა“ აჩვენა. მისი თქმით, ეს „აზიანებს სათემო ბანკებს, მცირე ბიზნესისთვის კრედიტების გაცემას და ეკონომიკურ ზრდას.“ კელეჰერი ამბობს, რომ მსგავსი ვითარებებისთვის, მარეგულირებლებს „თამაშის უკეთესი გეგმა სჭირდება“.

XS
SM
MD
LG