ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"სილიკონ ველის ბანკის" დეპოზიტებს და სესხებს "ფირსტ სითიზენს ბანკი" შეიძენს


ამერიკის საბანკო სისტემის მარეგულირებლებელამ უწყებამ განაცხადა, რომ მხარს უჭერს "ფირსტ სითიზენს ბანკშეარს"-ის მიერ „სილიკონ ველის ბანკის“ ყიდვას. სპეციალისტების თქმით, ეს ხელს შეუწყობს ნდობის კრიზისის დამთავრებას, რომელმაც გლობალური ფინანსური ბაზრები მოიცვა.

შეერთებული შტატების დეპოზიტების დაზღვევის ფედერალურმა კორპორაციამ (FDIC) „სილიკონ ველის ბანკზე“ კონტროლი ამ თვის დასაწყისში აიღო, როცა მეანაბრეების დიდმა ნაწილმა ბანკიდან საკუთარი თანხის გატანა ერთდროულად მოითხოვა. მსგავსი სცენარი განვითარდა "სიგნიჩერ ბანკის" შემთხვევაშიც, რასაც ბანკის ჩამოშლა მოჰყვა. ამ ორი ბანკის ჩავარდნამ ასევე გამოიწვია რამდენიმე რეგიონული ბანკის საბაზრო ფასის თითქმის განახევრება.

"ფირსტ ციტიზენსის" მთავარმა აღმარსულებელმა ოფიცერმა თქვა, რომ ეს შეთანხმება საუკეთესო გამოსავალია მეანაბრეებისთვის. ბანკი "სილიკონ ველი ბანკის" შესყიდვისთვის ნაღდ ფულს არ გადაიხდის. სანაცვლოდ, ის დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაციაში ჩადებული საკუთარი აქციების მოგებას მიიღებს. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია "სილიკონის ველის ბანკის" სრული ღირებულების.

გარიგების თანახმად, "ფირსტ სითიზენი" "სილიკონის ველის ბანკის" კუთვნილ $110 მილიარდი დოლარის აქტივებს, $56 მილიარდ დეპოზიტებს და $72 მილიარდის ოდენობის სესხებს.

„რისკების მართვის გონივრული მიდგომა გააგრძელებს კლიენტებისა და აქციონერთების დაცვას ყველა ეკონომიკური ციკლისა და ბაზრის პირობებში“, - ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

"ფირსტ სიტიზენი" ასევე მიიღებს საკრედიტო ხაზს FDIC-ისგან პირობითი ლიკვიდობის მიზნებისთვის და ექნება შეთანხმება მარეგულირებელთან კომერციულ სესხებზე ზარალის გაზიარების შესახებ, რათა უზრუნველყონ შემდგომი დაცვა პოტენციური საკრედიტო დანაკარგებისგან.

ანალიტიკოსების თქმით, ეს ნაბიჯი პოზიტიური იყო ფინანსური სტაბილურობისა და სარისკო კაპიტალის ინდუსტრიისთვის, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ მომენტამდე.

„ვფიქრობ, "ფირსტ სითიზენ ბანკის" მიერ "სილიკონ ველი ბანკის" სასესხო პორტფელისა და დეპოზიტების შეძენა არ უწყობს ხელს იმ ნომერ პირველ პრობლემას, რომელსაც ამჟამად აწყდება აშშ-ის საბანკო სისტემა: დეპოზიტები მცირე ბანკებიდან დიდ ბანკებში ან ფულის ბაზრის ფონდებში გადადის“, - ამბობს საინფორმაციო სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას რედმონდ ვონგი, „Saxo Markets”-ის ანალიტიკოსი.

"სილიკონ ველის ბანკი" იყო ყველაზე დიდი ბანკი, რომელმაც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ მარცხი განიცადა და კალიფორნიის მარეგულირებლებმა ის 10 მარტს დახურეს. ამან, გამოიწვია ბაზრის მასიური შეფერხებები და გაზარდა სტრესი საბანკო სექტორში მთელ მსოფლიოში.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG