ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დესანტისმა განცხადება გადათქვა და პუტინს “ომის დამნაშავე” უწოდა


ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა, რომელიც საპრეზიდენტო მარათონზე დონალდ ტრამპის მთავარ კონკურენტად მოიაზრება, ოთხშაბათს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს “ომის დამნაშავე “ უწოდა და დაგმო მოსკოვის შეჭრა უკრაინაში.

თუმცა, ერთი კვირის წინ, მან უკრაინაში მიმდინარე ომი “ტერიტორიულ დავად” მოიხსენია, რომელიც არ უკავშირდებოდა შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს. მაშინ მან ასეთი განცხადებისთვის ხანგრძლივი დროის მანძილზე მოღვაწე რესპუბლიკელ კონგრესმენთა აღშფოთება გამოიწვია. ეს მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ უკრაინისადმი დახმარების სურვილი რესპუბლიკურ ელექტორატში მცირდება.

დესანტისის პირველ განცხადებას უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. მისი თქმით, უკრაინის თავდაცვისთვის გაწეული ამერიკული დახმარება შესაძლებელს ხდის იმას, რომ კონფლიქტის უფრო ფართოდ გავრცელება არ მოხდეს და მასში ამერიკის და ნატოს ქვეყნების ჩართვა არ გახდეს საჭირო.

დესანტისს შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. ის საკუთარ განზრახვას სავარაუდოდ წლის ბოლოს გაასაჯაროვებს და რესპუბლიკური პარტიიდან 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG