ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკისა და მოლდოვის წარმომადგენლებმა კიშინიოვში შეხვედრა გამართეს


მოლდოვისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები ერთმანეთს, 15 მარტს, მოლდოვა-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის დიალოგისთვის კიშინიოვში შეხვდნენ. შეხვედრა მოიცავდა პოლიტიკურ კონსულტაციებს მხარეებს შორის, რომელსაც, მოლდოვის პრემიერ-მინისტრის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროინტერგაციის მინისტრი ნიკუ პოპესკუ და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მთავარი მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დერეკ ჰოგანი, ხელმძღვანელობდნენ.

ამერიკის შეერთებული შტატები და მოლდოვა ამბობენ, რომ ორივე ქვეყანა მიესალმება იმ პროგრესს, რომელსაც ქვეყნებმა ორმხრივი მუშაობის შედეგად მიაღწიეს ვაშინგტონში 2022 წლის აპრილში შეხვედრის შემდეგ. მათ ისაუბრეს მოლდოვის მიღწევებზე, მათ შორის სამართლის სფეროში, ანტი-კორუფციული მიმართულებით, ადამიანის უფლებებისა, თუ პლურალისტური მედიის განვითარებაზე.

დიალოგის დროს მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს პრეზიდენტ მაია სანდუს შეხვედრას პრეზიდენტ ბაიდენთან ვარშავაში, 2023 წლის თებერვალში. მოლდოვის და ამერიკის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და თანამშრომლობისთვის.

ორივე ქვეყნის წარმომადგენლებმა გამოთქვეს ინტერესი და სურვილი, რომ გააღრმაონ ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალი დიალოგი კიშინიოვში 2023 წლის შემოდგომაზე გაიმართება, შემდეგ კი მათ ვაშინგტონში 2024 წელს უნდა ისაუბრონ. ამ შეხვედრის შესახებ განცხადება და ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტმა 23 მარტს გაავრცელა.

XS
SM
MD
LG