ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გენერალი მილი: ირანს ბირთვული ბომბისთვის საჭირო საწვავის მიღება ორ კვირაზე ნაკლებ დროში შეუძლია


აშშ-ის უმაღლესმა სამხედრო ოფიცერმა განაცხადა, რომ ირანს შეეძლება ატომური ბომბისთვის საკმარისი ხლეჩადი მასალა „ორ კვირაზე ნაკლებ დროში შექმნას,“ და „კიდევ რამდენიმე თვეში“ ბირთვული იარაღის დამზადება შეეძლება.

ხუთშაბათს, კონგრესის წევრების წინაშე გამოსვლისას, გაერთიანებული შტაბების უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ კანონმდებლებს უთხრა რომ აშშ „ერთგული რჩება“ გადაწყვეტილების მიმართ, ირანის მიერ ბირთვული იარაღის შეძენა არ დაუშვას.

„ჩვენ, შეერთებული შტატების სამხედრო უწყებამ, ეროვნული ხელისუფლებისთვის შევიმუშავეთ მრავალი ვარიანტი იმ შემთხვევისთვის, თუ ირანი ოდესმე ნამდვილი ბირთვული იარაღის შემუშავებას გადაწყვეტს,“ თქვა მილიმ.

ასეთი შეფასება მკვეთრად განსხვავდება 2018 წლის შეფასებისგან, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია ირანის ბირთვული შეთნხმებიდან გამოვიდა. იმ დროის შეფასებით, ერთი ატომური ბომბის დასამზადებლად საჭირო საიარაღო დონის საწვავის მისაღებად ირანს ერთი წელიწადი უნდა დასჭირებოდა.

ეს სიახლე იმ დროს გაჟღერდა, როდესაც აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ, რომელიც ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ოპერაციებს ზედამხედველობს, ცალკე მოსმენაზე კანონმდებლები გააფრთხილა, რომ ირანი ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციას აგრძელებს.

XS
SM
MD
LG