ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იორდანიაში ისრაელის საელჩოს მცველმა ორი იორდანელი მოკლა


დღეს, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ამანში ისრაელის საელჩოს დაცვის თანამშრომელმა ორი იორდანელი მოკლა. ინციდენტი საელჩოს დაცვაზე თავდასხმის შემდეგ მოხდა, როცა ერთ-ერთი მამაკაცი დაცვის წევრს სახრახნისით დაესხა თავს, რის შემდეგაც დაცვის თანამშრომელმა მათ ცეცხლი გაუხსნა.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ კვირას, ამანში, საელჩოს შენობაში, შენობის იორდანელი მეპატრონე და ორი იორდანელი მუშა იმყოფებოდა. ისინი საცხოვრებელ ნაწილში ავეჯს ცვლიდნენ.

ერთ-ერთი მუშა დაცვის წევრს უკნიდან დაესხა თავს. შენობის მეპატრონე დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა, დაცვის თანამშრომელი კი „მსუბუქად დაშავდა“.

იორდანიის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამმართველომ განაცხადა, რომ ხელისუფლება ინციდენტის გამოძიებას აწარმოებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG