ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰერბსტი: მნიშვნელოვანია მთავრობამ დემონსტრაციების წინააღმდეგ რეპრესიული ზომები არ გამოიყენოს


ჯონ ჰერბსტი, ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინაში და უზბეკეთში

„პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში დემოკრატიის გასაძლიერებლად,“ ამბობს ამერიკის ყოფილი დიპლომატი და „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის დირექტორი.

"ამერიკის ხმასთან" გაკეთებულ კომენტარში ჰერბსტმა განაცხადა, რომ საარჩევნო რეფორმის ჩავარდნასთან დაკავშირებით მომხდარი დაპირისპირება მოულოდნელი არ არის.

„გასაგებია ის, რომ არსებობს ინტერესები, რომლებიც ამას ეწინააღმდეგებიან და გასაგებია ისიც, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება ამას აპროტესტებს. უკიდურესად მნიშვნელოვანია, მთავრობამ დემონსტრაციების წინააღმდეგ რეპრესიული ზომები არ გამოიყენოს.“

ჰერბსტთან ერთად, ხელისუფლებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს ბრაიან უიტმორიც, "ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის" რუსეთის პროგრამის დირექტორი. მისი თქმით, "ეს არჩევნები საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები იქნება. პროპორციული საარჩევნო სისტემა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა. საქართველოს მეგობრები ასევე იმედოვნებენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ მშვიდობიანად გამოხატონ საკუთარი პროტესტი და რომ არ იქნება პროვოკაციები, რომლებმაც შესაძლოა წინაპირობა შეუქმნას გარე მტრულ ძალას ინტერვენციის განსახორციელებლად."

საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციები 14 ნოემბრის შემდეგ მიმდინარეობს, რად პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნას მოჰყვა. პარლამენტმა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების კანონპროექტი არ მიიღო.

18 ნოემბერს გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დროს, პოლიციის ინფორმაციით, 18 ადამიანია დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დაკავებულებს ბრალად ედებათ ხულიგნობა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG