ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კარპენტერი: მმართველმა პარტიამ ძალიან ცინიკური გათვლა გააკეთა


"მმართველმა პარტიამ, როგორც ჩანს, გააკეთა ძლიერ ცინიკური გათვლა იმაზე, რომ მას შეუძლია უკან წაიღოს საკუთარი პირობა და ის, რომ საჭირო ხმათა უზრუნველყოფა არ მოხდა, პარტიის შიგნით არსებული უთანხმოების მიზეზით ახსნას", - ამბობს მაიკლ კარპენტერი, "დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის პენ ბაიდენის ცენტრის" მმართველი დირექტორი.

კარპენტერი თბილისში დღეს განვითარებულ მოლენებს აფასებს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას, ამავე დროს კი სამოქალაქო ჯგუფებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა მისცენ პარლამენტს მუშაობის შესაძლებლობა. "ეს არის დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები, მაგრამ ამის მისაღწევად დიალოგია აუცილებელი", - დასძენს კარპენტერი.

მკვლევარი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თაობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მისი აზრით, ეს თავის დროზე ძალიან გონივრული წინადადება იყო და მმართველმა პარტიამ კიდევ ერთი კენჭისყრა უნდა ჩაატაროს. პარტიის ლიდერებმა კი [ამ თემაზე] საჯაროდ მოითხოვონ პარტიის ერთსულოვნება.

"ქართული საზოგადოების პოლარიზება პირდაპირ საქართველოს მტრების სასურველ როლს თამაშობს, მათ აძლევს ხელს და ქმნის ატმოსფეროს, რომელშიც მომავალ წელს დემოკრატიული არჩევნების ჩატარება რთულდება", - ამბობს "ამერიკის ხმასთან" საუბარში მაიკლ კარპენტერი.

18 ნოემბერს პოლიციამ და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფების წარმომადგენლებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი დემონსტრანტები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს, აიღეს და გაიტანეს კარვები და ქვიშის ტომრები.

შსს ადასტურებს, რომ დაკავებულია 18 პირი და მათ ხულიგნობასა და სამართალდამცავთა მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობაში ედებათ ბრალი. პარლამენტში დღეს ბიუროს სხდომა უნდა გამართულიყო, გუშინ საღამოს კი დემონსტრანტებმა პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება დაიწყეს. პოლიციამ შესასვლელები გაათავისუფლა იმისთვის, რომ პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩატარებულიყო. სხდომამ საპროტესტო აქციის ფონზე ჩაიარა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG