ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა


პოლიციამ და სპეცდანიშნულების რაზმმა პარლამენტთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. ტერიტორიის ნაწილიდან გატანილია კარვები და ქვიშის ტომრები. დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტის წინ რჩება.

ვრცელდება ინფორმაცია საზოგადოებრივი მოძრაობა "სირცხვილიას" მონაწილეების, გიგა მაქარაშვილისა და ზუკა ბერძენიშვილის, ასევე ზურაბ ჯაფარიძის დაკავების შესახებ. თუმცა შსს-ში ამ დროისთვის მხოლოდ გიორგი რურუას დაკავების თაობაზე ადასტურებენ ინფორმაციას.

საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციები 14 ნოემბრის შემდეგ მიმდინარეობდა. მოქალაქეები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნას აპროტესტებდნენ. კენჭისყრის დასრულების შემდეგ უმრავლესობის მანდატები დატოვა ათამდე დეპუტატმა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG